23:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 09:22:37, 1226 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - ვგმობთ რუსეთის განახლებულ კრიმინალურ თავდასხმებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე

ზამთარში მილიონობით ადამიანის ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვება სისასტიკე და არაადამიანურია - ასე ეხმაურება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაზე მიტანილ მასიურ სარაკეტო იერიშს.

ბორელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უცვლელად გრძელდება.

"მტკიცედ ვგმობთ რუსეთის განახლებულ კრიმინალურ თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, მასიურ ჩაბნელებას, ასევე მოლდოვაში. ზამთარში მილიონობით ადამიანის ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვება სისასტიკე და არაადამიანურია. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისა და მოლდოვისადმი უცვლელად გრძელდება“, - წერს ბორელი.

ცნობისთვის, რუსებმა გუშინ, 23 ნოემბერს კიევი კიდევ ერთხელ დაბომბეს. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქს წყლის მიწოდება შეუწყდა. მოსახლეობა ასევე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ოკუპანტებმა 31 რაკეტა ისროლეს, მათგან 21 უკრაინულმა მხარემ ჩამოაგდო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics