|
2022-11-24 09:08:26, 1172 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი - ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები უკრაინის მოსახლეობის სიცივესა და სიბნელეში დარჩენისკენაა მიმართული
უწყვეტი თავდასხმები ინფრასტრუქტურაზე მიმართულია იმისთვის, რომ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა სიცივესა და სიბნელეში დარჩეს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. როგორც მან Twitter-ზე დაწერა, რუსეთის აღნიშნული ტაქტიკა უკრაინისა და მისი პარტნიორების სიმტკიცეს ვერ დაარღვევს. "უკრაინის მასშტაბით მილიონობით ადამიანი თავშესაფარშია, რადგან რუსეთმა ქვეყანა კიდევ ერთხელ დაბომბა რაკეტებით. ინფრასტრუქტურაზე უწყვეტი თავდასხმები მიმართულია იმისთვის, რომ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა სიცივესა და სიბნელეში დარჩეს. ეს შემზარავი ტაქტიკა ვერ დაარღვევს უკრაინისა და მისი პარტნიორების სიმტკიცეს", - წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, რუსებმა გუშინ, 23 ნოემბერს კიევი კიდევ ერთხელ დაბომბეს. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქს წყლის მიწოდება შეუწყდა. მოსახლეობა ასევე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ოკუპანტებმა 31 რაკეტა ისროლეს, მათგან 21 უკრაინულმა მხარემ ჩამოაგდო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)