23:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 17:08:08, 1232 ნახვა

მსოფლიო
პუტინი ერევანში, ОДКБ-ს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტზე დასასწრებად სომხეთში ჩავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს აეროპორტში სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დახვდა.

"ისინი ერთმანეთს თბილად მიესალმნენ და სამიტისკენ იმავე მანქანით წავიდნენ, რომელსაც პუტინი იყენებს", - წერს მედია.

აღსანიშნავია, რომ ყარაბაღის მეორე ომის დაწყების შემდეგ,  ეს პუტინის პირველი ვიზიტია სომხეთში.

ცნობისთვის, ОДКБ-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომა სომხეთის დედაქალაქში დღეს, 23 ნოემბერს  იმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics