|
2022-11-23 16:25:17, 1217 ნახვა
მსოფლიო
არახამია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე - ამ მომენტიდან ევროპაში რუსული ფული სისხლიანი და ბინძურია
ამ მომენტიდან ევროპაში რუსული ფული სისხლიანი და ბინძურია,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერი, დავით არახამია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია სახელმწიფოდან, რომელიც აფინანსებდა საფეხბურთო კლუბებსა და ჩემპიონატებს, ოფიციალურად გახდა ტერორიზმის სპონსორი. „რუსეთის ფედერაცია სახელმწიფოდან, რომელიც აფინანსებდა საფეხბურთო კლუბებსა და ჩემპიონატებს, ოფიციალურად გახდა ტერორიზმის სპონსორი. ამ მომენტიდან ევროპაში რუსული ფული სისხლიანი და ბინძურია. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს პრინციპული გადაწყვეტილების მიღებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს კენჭისყრა წაახალისებს ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებს მსგავსი ნაბიჯების გადადგმაში”,- წერს არახამია. შეგახსენებთ, რომ ცატახნის წინ ევროპარლამენტის წევრებმა სტრასბურგში პლენარულ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)