23:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 15:37:06, 1824 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს

ევროპარლამენტის წევრებმა სტრასბურგში პლენარულ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.

რეზოლუციას მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 58, ხოლო 44-მა თავი შეიკავა.

დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს „გაფართოვდეს სანქციების ქვეშ მყოფი პირების სია“. 

რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და პოტენციურ კანდიდატს შეუერთდნენ ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას“.

ევროპარლამენტი ასევე იწვევს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს "განიხილონ შესაძლო ზომები ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.

ევროპარლამენტარების რეკომენდაციებს შორის არის „დაუყოვნებლივ და სრული ემბარგო ევროკავშირიდან რუსული წიაღისეული საწვავისა და ურანის იმპორტზე, ასევე „ჩრდილოეთის ნაკადი1“ და „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ გაზსადენების სრული უარყოფა.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციას ტერორისტულ რეჟიმად მოიხსენიება და გახდა პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.

ამასთან, კვირის დასაწყისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელიც რეკომენდაციას უწევს რუსეთის გამოცხადებას „ტერორისტულ რეჟიმად“.

აღსანიშნავია ასევე, რომ ოქტომბერში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო მსგავსი რეზოლუცია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics