02:23 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 13:09:55, 876 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესებულია, სულ უფრო გამხდარი და დაუძლურებული მხვდება

მისი ჯანმრთელობა მუდმივად გაუარესებულია, სულ უფრო გამხდარი და დაუძლურებული მხვდება, - ასე აფასებს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, საქართველოში სამედიცინო სამსახური არ არის ისე განვითარებული, რომ მოხერხდეს მიხეილ სააკაშვილის ყველანაირი რეაბილიტაცია და მკურნალობა.

"რეალურად, რაც მე ვიცი, რასაც ჩემი თვალით ვხედავ, მისი ჯანმრთელობა მუდმივად გაუარესებულია, სულ უფრო გამხდარი მხვდება და უფრო დაუძლურებული. ბოლო მისვლაზე, უკვე ლოგინში იწვა, ადრე ასე არ იყო. არავინ არ მიიღოს ეს, როგორც ღირსების შელახვა, ჩვენი ქვეყანა არ არის საკმარისად განვითარებული და შესაბამისად, სამედიცინო სამსახური არ არის ისე განვითარებული, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში და ვერ ისმევა ყველა დიაგნოზი და ვერ ხერხდება ყველანაირი რეაბილიტაცია და მკურნალობა",- ამბობს მეუფე.  

შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება". აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, რომელმაც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მოუწოდა, ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რათა "საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ".

პრეზიდენტის შესაძლო მოწამვლის საკითხზე კიდევ ერთი განცხადება დღეს „ვივამედშიც" გაკეთდა. კლინიკის დირექტორი, ზურა ჩხაიძე ამბობს, რომ პაციენტ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევები არაერთგზის აქვს ჩატარებული.

21 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოწამვლაზე ეჭვი "არასდროს ჰქონია და სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics