02:20 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 12:09:17, 709 ნახვა

საზოგადოება
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ანალოგიური პროექტები დედაქალაქში ინტენსიურად განხორციელდება. 

„დასრულდა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია.  ტერიტორია იყო სრულიად მოუწესრიგებელი, მძიმე მდგომარეობაში. სამუშაოების შედეგად, სკვერი მთლიანად განახლდა და კეთილმოეწყო. ტერიტორიაზე არ არსებობდა საბავშვო სივრცე, დაზიანებული იყო ინფრასტრუქტურა, ფილები. რეაბილიტაციის ფარგლებში კი, ბაღში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა თანამედროვე საპარკო ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო მოედანი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და შადრევანი, ხოლო თარგების გამწვანების მიზნით, ჩატარდა ყველა საჭირო ღონისძიება: ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, 1 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახი და დაირგო 600 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი. მსგავსი პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ, რადგან დღეს ყველაზე მეტად მწვანე, რეკრეაციული სივრცეები გვჭირდება იმისთვის, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და პირველ რიგში, მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, დაისვენონ, განიტვირთონ,  ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

აღსანიშნავია, რომ ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაციის ფარგლებში, დემონტაჟი ჩაუტარდა სკვერის ტერიტორიაზე არსებულ კაფე-ბარის შენობა-ნაგებობას, რითაც სკვერს დაუბრუნდა თავისი ტერიტორია და მწვანე საფარის მოცულობა გაიზრდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics