13:37 - 08 May, 2026
|
2022-11-21 09:19:13, 1009 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის ცენტრში გაჩენილ ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის ცენტრში, კომსომოლსკაიას მოედანზე გაჩენილ ხანძარს 7-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას პროპაგანდისტული "რია ნოვოსტი" ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ცეცხლი გუშინ, 20 ნოემბერს რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, ორსართულიანი აგურის საწყობის შენობას გაუჩნდა. როგორც გამოცემა წერს, საგამოძიებო ორგანოები აცხადებენ, რომ საქონელი საწყობში არასწორად იყო შენახული. უფრო მეტს კი, სპეციალური საგამოძიებო კომიტეტი დაადგენს. ამ დროისთვის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე, ცეცხლის სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამსახურის 42 ერთეული ტექნიკა, 121 მეხანძრე-მაშველი და სპეციალური სახანძრო მატარებელი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)