03:24 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-20 11:38:52, 780 ნახვა

საზოგადოება
კვაჭაძის ქუჩაზე გზის დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 21 ნოემბრიდან ერთი თვის განმავლობაში, ონკოლოგიური კლინიკიდან ბრიტანულ-ქართულ აკადემიამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საავტომობილო გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება.

თბილისის მერიის ცნობით, გზის რეაბილიტაციის პერიოდში ავტომობილები შემოვლითი გზით - ამაშუკელის, დათუაშვილის, ავთო ვარაზისა და ფერმწერთა ქუჩების გამოყენებით გადაადგილდებიან.

სატრანსპორტო საშუალებები კვაჭაძის ქუჩაზე ლისის წრიდან ონკოლოგიურ კლინიკამდე და უკუმიმართულებით იმოძრავებენ.

"აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, ავტობუსი N329 დადგენილი მარშრუტის მიხედვით ონკოლოგიურ კლინიკამდე გადაადგილდება. რის შემდეგაც, ამაშუკელის, დათუაშვილის და ავთო ვარაზის ქუჩებით დაუკავშირდება ფერმწერთა ქუჩას, მობრუნდება კვაჭაძის ქუჩის მიმდებარედ და მოძრაობას სოფელი თხინვალას მიმართულებით განაგრძობს.

სოფელი თხინვალადან ონკოლოგიურ საავადმყოფოს  მიმართულებით კი, ავთო ვარაზის, დათუაშვილის და ამაშუკელის ქუჩების გავლით იმოძრავებს. შემდეგ, სადგურის მოედნის მიმართულებით დადგენილი სქემის მიხედვით განაგრძობს გადაადგილებას.

აღნიშნულ მონაკვეთზე გზის სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics