|
2022-11-18 17:22:03, 1027 ნახვა
საზოგადოება
დასაქმების ფორუმის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 20 კანდიდატი შეარჩია
„ისწავლე დასაქმებისთვის“ - ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც 35 სხვა კომპანიასთან ერთად მონაწილეობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამაც მიიღო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფორუმზე 300-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელს საშუალება ჰქონდა პოტენციურ დამსაქმებელს ადგილზე შეხვედროდა, სასურველი ვაკანსიის შესახებ გასაუბრებოდა და საკუთარი უნარები კომუნიკაციის გზით წარმოეჩინა. მათივე ცნობით, 30 დაინტერესებული კანდიდატიდან საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის 20 კანდიდატი შეარჩია. საბოლოო ეტაპების გავლის შემდეგ, აპლიკანტები სამომავლოდ მგზავრთა მომსახურების აგენტის, ბაქანზე მომსახურების აგენტისა და ფრენების კოორდინაციის და მიწისზედა მომსახურების დისპეტჩერის ვაკანსიებზე დასაქმდებიან. „დასაქმების ფორუმი საშუალებას იძლევა პირისპირ შევხვდეთ და მოვიზიდოთ დაინტერესებული კანდიდატები ჩვენს კომპანიაში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში დასაქმების კუთხით, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, ერთ-ერთ პრესტიჟულ ადგილად ითვლება. ჩვენ მუდმივად ვაძლევთ საშუალებას ახალგაზრდებს დასაქმდნენ და მიიღონ შესაბამისი კვალიფიკაცია. ტერმინალის გაფართოების შემდეგ, პერიოდულად ვაცხადებთ ვაკანსიებს. სტაჟირების პროგრამა, კომპანიის ზრდიდან გამომდინარე, მუდმივ პროცესს წარმოადგენს კომპანიის 2022 წლის ზაფხულში, ქუთაისის აეროპორტში ანაზღაურებადი სტაჟირებაც გამოვაცხადეთ, რასაც დიდი დაინტერესება მოჰყვა და კომპანიაში შემოსული 180 განაცხადიდან საბოლოო ეტაპების გავლის შემდეგ, 15 სტაჟიორი დავასაქმეთ”, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დასაქმების ფორუმის მიზანია ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანრგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა. ფორუმი ქუთაისში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC), დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან პარტნიორობით (SESA), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) LEARN“ ფარგლებში გაიმართა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ანაზღაურებადი სტაჟირების მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმეები hr@airports.ge - ზე.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)