|
2022-11-18 13:19:04, 917 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ევროპარლამენტშიც არავინ დაობს, რომ საქართველო 10 თავით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას ყველა მიმართულებით
არავინ არ დაობს, არც ევროპარლამენტში და არც არსად, რომ საქართველო 10 თავით წინ უსწრებს და უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას ყველა მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ევროპეიზაციის გზისთვის ყველაზე მეტი გააკეთა. „მინდა ყველას შევახსენო, რომ მას შემდეგ რაც 2012 წელს 1 ოქტომბერს ის მახინჯი ფსევდო-დემოკრატიული სისტემა თავისი შინაარსით, მმართველობის ფორმებითა და გამოხატვით იყო აბსულუტურად დეგრადირებული, ავტროკრატიული, დიქტატორული რეჟიმი. მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დაამსხვრია ეს სისტემა, მას შემდეგ ჩვენმა გუნდმა და ყველამ ერთად, რასაც ქვია ევროპეიზაციის გზისთვის ყველაზე მეტი გავაკეთეთ. მე მინდა რამოდენიმე კონკრეტული მაგალითი შევახსენო, რომ პირველი ჩვენი დოკუმენტი რაც არის გზამკვლევი არის ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც დაგვიანებით გადმოეცა საქართველოს, 3 წლის დაგვიანებით დაიწყეს საუბარი მოლაპარაკებებზე, ვიზალიბერალიზაციის საქმოქმედო გეგმა მხოლოდ მას შედმეგ გადმოგვეცა, რაც ჩვენ მოვედით ხელიფუფლებაში და რეალურად ამ 10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ამ ხელშეკრულებას, ვაჭრობის ხელშეკრულებასა და უვიზო რეჟიმს. ახლა უკვე ამ რეალობის გათალისწინებუით დაჩქარდა გაცხადებული პროცესი და შევიტანეთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი და ქვეყანას მიენჭა ევროპული პერსპექტივა. არავინ არ დაობს, არც ევროპარლამენტი და არც არსად, რომ საქართველო შეიძლება 10 თავით წინ უსწრებს და უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას ყველა მიმართულებუით. ჩვენ ვიყავით და ვართ ლიდერი სახელმწიფო აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, ამით არაფერი არ შეცვლილა, გარდა ერთი მთავარი განმასხვავებელი სტატუსისა. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების განცხადებები, იმის თაობაზე, რომ ეს გადაწყვეტილება, რომ ევროპის კავშირის უმეტესობას მხარი დაეჭირა ამ გადაწყვეტილებისთვის და მიეცათ კანდიდატის სტატუსი ავანსად უკრაინისთვის და მოლდოვისთვის განპირობებული იყო ერთი კონკრეტული მიზეზით, ვინაიდან უკრაინა არის ომში ამიტომ მიიღეს ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, ხოლო ვინაიდან მოლდოვა ომთან გათანაბრებულ და მეტად რთულ მდგომარეობაში - მათაც იგივე ავანსად მიიღეს სტატუსი. თუმცა იგივე დათქმებით, რაც საქართველოსთვის განისაზღვრა, ანუ მათ მიეცად ავანსად, წამახალისებელი ერთგვარი სტატუსი, მათაც უნდა შეასრულონ მთელი რიგი რეკომენდაციები და პირობები. საქართველოს შემთხვევაში კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება და პირობები. მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთი კონკრეტული ციკლი, რომელიც ჩვენი მრავალწლიანი და ნაყოფიერი შრომის შემდეგ დაიხურა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. პრემიერ-მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს. შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)