01:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 15:02:55, 1069 ნახვა

მსოფლიო
პატრიარქი კირილე ევროკავშირში არ შეუშვეს - „მიღებული იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ეს ცივი ომის დროსაც არ მომხდარა“

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქთან მარ ავა III-თან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროკავშირში არ შეუშვეს. 

როგორც პროპაგანდისტული მედია Ria Novosti წერს, რუსეთის პატრიარქიმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას უპრეცედენტო უწოდა.

„მიღებული იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება: არ შეუშვან პატრიარქი ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს არ მომხდარა არც ცივი ომის დროს. ჩნდება კითხვა: რატომ? ისინი მართლები არიან და თუ მე ვცდები, დამპატიჟეთ ტელევიზიაში, შემომიერთდით დიალოგში, დაამტკიცეთ თქვენი აზრი- ამის ეშინიათ, რადგან მათ ძალიან სუსტი პოზიცია აქვთ - ზოგადად, იზოლაციონიზმის პოზიცია ყოველთვის სუსტია და ჩვენ ღია ვართ კომუნიკაციისთვის მათთან, ვინც გვიყვარს და მათთან, ვინც არ გვიყვარს“, - განაცხადა პატრიარქმა კირილემ.

მისი თქმით, ცივი ომის დროს შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ნაკლები შეთანხმება იყო, ვიდრე ახლა, ”მაგრამ კონტაქტები არ იყო შეზღუდული".

"დასავლეთი ცდილობს შეზღუდოს ჩვენი ეკლესიის კონტაქტები დასავლელ პარტნიორებთან.  მნიშვნელოვანი ძალისხმევა კეთდება, რათა შეზღუდოს ჩვენი ეკლესიის შესაძლებლობა, ჰქონდეს დიალოგი დასავლურ ეკლესიებთან", - დასძინა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics