|
2022-11-17 14:31:45, 1247 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - 2023 წლის ივნისიდან საქართველოში ოპერირებას თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress დაიწყებს
საქართველოში 2023 წლის ივნისიდან ოპერირებას თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress იწყებს. ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის სამი ქალაქიდან: ანკარადან, ანტალიიდან და იზმირიდან იფრენს. „ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს მსოფლიოს წამყვან ავიაკომპანიებთან, რათა მეტი მათგანი შემოვიყვანოთ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე. ამისთვის აქტიურად ვიყენებთ როგორც ორმხრივ მოლაპარაკებებს, ასევე საერთაშორისო საავიაციო ფორუმებს, როგორიცაა ROUTES WORLD და სხვა. იმედი გვაქვს, რომ 2023 წლისთვის მეტ ახალ ავიაკომპანიას შემოვიყვანთ და მნიშვნელოვნად გავზრდით როგორც მიმართულებების, ისე ქვეყნების გეოგრაფიას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა. მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს სამოქალაქო ავიაბაზრის აღდგენის პროცესი - 2022 წლის ოქტომბერი პირველი თვე იყო კოვიდ-პანდემიის შემდეგ, როდესაც ფრენების რაოდენობით საქართველომ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს გადააჭარბა. ავიარეისები შესრულდა 384-395 სიხშირით, რაც 5%-იანი ზრდას წარმოადგენს. სულ, 2022 წლის 10 თვეში საქართველოს აეროპორტები 3,716,700 მგზავრს მოემსახურა, რაც 85 პროცენტით მეტია 2021 წელზე, ხოლო აღდგენის მაჩვენებელმა 2019 წელთან შედარებით 81 პროცენტი შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)