12:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 11:39:06, 807 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადება და ქცევა შემაშფოთებელია

ჩვენ გამოვთქვით ძლიერი შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადებისა და ქცევის შესახებ, რასაც ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისგან ვხედავთ, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმა განაცხადა.

როგორც დონფრიდმა სენატის საგარეო კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე აღნიშნა, შეერთებული შტატები არ მიიჩნევს, რომ ქართველი პოლიტიკოსების შემაშფოთებელი განცხადებები ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს გამოხატავს. 

"ვფიქრობ, პოლიტიკის შეფასება ყოველთვის კარგია. ასე რომ, ღია ვართ თქვენთან დეტალური საუბრის გასამართად. თქვენც იცით მიზეზები, თუ რატომ გვსურს ამ კურსის შენარჩუნება.

ჩვენ გამოვთქვით ძლიერი შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადებისა და ქცევის შესახებ, რასაც ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისგან ვხედავთ. როგორც აღვნიშნე, არ ვფიქრობ, რომ ეს ქართველი ხალხის უმრავლესობას წარმოაჩენს", - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

აღსანიშნავია, რომ ამავე მოსმენაზე სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ "საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics