12:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 11:27:09, 675 ნახვა

პოლიტიკა
სენატორი ჯინ შაჰინი - რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა

რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა, - ამის შესახებ სენატორმა ჯინ  შაჰინმა სენატის საგარეო კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა. 

შაჰინი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, თუ საქართველოს ქცევა მიბმული იქნება შეერთებული შტატების მხრიდან გამოყოფილ დახმარებას და მოვლენებიდან გამომდინარე დარეგულირდება.  

"რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა. ჩვენ კი, მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. მე ერთის მხრივ ვამტკიცებ, რომ, შესაძლოა, ეს დახმარება საქართველოს ქცევას უნდა დავუკავშიროთ და ამ ქცევაზე იყოს მიბმული, დამოკიდებული. სახელმწიფო დეპარტამენტისა და პალატის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების ბოლო რაუნდში დამიმტკიცეს, რომ ამის გაკეთება, შესაძლოა, კარგი არ ყოფილიყო. მაგრამ, მგონი უნდა ვიფიქროთ, ხომ არ არის დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით",- განაცხადა სენატორმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics