18:46 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 22:11:18, 1526 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი პოლონეთში აფეთქებაზე -ეჭვი არ მეპარება, რომ ის უკრაინული რაკეტა არ იყო

ეჭვი არ მეპარება, რომ ის უკრაინული რაკეტა არ იყო. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მან მიიღო მოხსენება უკრაინის შეიარაღებული და საჰაერო ძალების მეთაურობისგან და „არ შეუძლია, მათ არ ენდოს“.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ის უკრაინული რაკეტა ან ჩვენი სარაკეტო დარტყმა არ იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა გამოძიებაში და მივიღებთ. მინდა, რომ ჩვენ ვიყოთ სამართლიანები და თუკი ეს ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის გამოყენება იყო, ამის მტკიცებულება მინდა. ჯერ გამოძიება, წვდომა და მონაცემები, რომელიც გაგაჩნიათ“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას.

პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics