|
2022-11-16 16:58:00, 775 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოს მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ თხილის წარმოების მხარდაჭერის პროგრამა მეთხილე ფერმერებს გააცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი თოდუასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის წარმოების მხარდაჭერის ახალი სახელმწიფო პროგრამა გააცნო. „ვფიქრობ, რომ ახალი პროგრამა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება ფერმერებისთვის, რომ მათ უკვე გაზაფხულზე შესაბამისი მოვლის სამუშაოები ჩაატარონ და მიიღონ უკეთესი მოსავალი. თხილი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო აგროპროდუქტია. შარშან, დაახლოებით, 115 მლნ დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა. თხილის სექტორში დასაქმებულია 10 ათასობით ადამიანი, 10 ათასობით ოჯახი იღებს შემოსავალს თხილის წარმოებიდან. წელს, სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, გვქონდა ნაკლები მოსავალი და გაუარესებული ხარისხი, რის გამოც, ჩვენმა ფერმერებმა ნაკლები შემოსავალი მიიღეს. შესაბამისად, ჩვენ დავინახეთ პროცესში ჩართვის და ჩვენი ფერმერების მხარდაჭერის აუცილებელი საჭიროება, რომ მომავალ წელს გაცილებით გავაუმჯობესოთ მოსავლიანობაც, ხარისხიც, რაც პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული ჩვენი ფერმერების მეტ შემოსავალთან და, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასთან“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს სუბსიდიის სახით ფინანსური დახმარების გაცემას იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებსაც აქვთ 0,2 ჰა-დან 3-ჰას ჩათვლით თხილის ბაღი. სუბსიდიის მოცულობა განსაზღვრულია 500 ლარით. ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით. დახმარება გაიცემა აგრობარათებზე შესაბამისი ქულების დარიცხვით, რომლებსაც ფერმერები გამოიყენებენ სპეციალიზებულ მაღაზიებში თხილის მოვლა-მოყვანისათვის საჭირო პროდუქციის შესაძენად. მეთხილე ფერმერებმა, ფინანსური დახმარების მისაღებად 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოახდინონ თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა. პროგრამაში მონაწილეობას დაახლოებით 100,000 ფერმერი მიიღებს. პროგრამის განხორციელების შედეგად 40,000 ჰა-ზე ხარისხიანი თხილის წარმოებისათვის მოვლა-მოყვანის საშუალებები დაფინანსდება. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)