14:43 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 09:39:49, 1744 ნახვა

მსოფლიო
რეზნიკოვი - ეს არის რეალობა, რომლის შესახებაც ჩვენ ვაფრთხილებდით პოლონეთს, ხელთათამანი ნასროლია, გამარჯვების დროა

ეს რეალობაა, რომლის შესახებაც ჩვენ გაფრთხილებდით,- ასე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი პოლონეთში 2 რუსული რაკეტის ჩავარდნას.

მისი თქმით, უკრაინა ითხოვდა ცის ჩაკეტვას, რადგან ცამ არ იცის საზღვრები რუსეთის უკონტროლო რაკეტებისთვის, არც იმ საფრთხის გამო, რომელსაც ისინი ატარებს ევროკავშირისა და ნატო-ს მისამართით.

„პოლონეთი. ეს არ არის თვითშესრულებული წინასწარმეტყველება. ეს არის რეალობა, რომლის შესახებაც ჩვენ ვაფრთხილებდით. ჩვენ ვითხოვდით ცის ჩაკეტვას, რადგან ცამ არ იცის საზღვრები რუსეთის უკონტროლო რაკეტებისთვის, არც იმ საფრთხის გამო, რომელსაც ისინი ატარებს ევროკავშირისა და ნატო-ს მისამართით. ხელთათამანი ნასროლია. გამარჯვების დროა“,- წერს რეზნიკოვი.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს უკრაინის ტერიტორიაზე რუსული მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას.

ნატოს ელჩები, 16 ნოემბერს, პოლონეთის მოთხოვნით, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, რუსული რაკეტის დარტყმის შემდეგ შეხვდა.

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics