14:43 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 09:24:49, 1190 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდან ისროლეს

ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა რუსეთიდანაა ნასროლი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზირდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

შეკითვაზე იყო თუ არა პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდან ნასროლი, ბაიდენმა უპასუხა, რომ ამაზე გამოიძიების დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

"არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რაც ამას ადასტურებს. არ მსურს ამაზე საუაბრი, სანამ სრულად არ გამოვიძიებთ, მაგრამ ტრაექტორიით ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან გაესროლათ. თუმცა, ვნახავთ"- განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს უკრაინის ტერიტორიაზე რუსული მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას.

ნატოს ელჩები, 16 ნოემბერს, პოლონეთის მოთხოვნით, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, რუსული რაკეტის დარტყმის შემდეგ შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics