|
2022-11-14 16:32:57, 938 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი სასურველი ნივთისა თუ მომსახურების შეძენას უკვე „ნაწილ-ნაწილ“ შეძლებს
„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინების მიზნით, მუდმივ რეჟიმში ცდილობს სიახლეების დანერგვას. ამჯერად ბანკმა გადახდის ინოვაციური მეთოდი - „ნაწილ-ნაწილი“ შესთავაზა მომხმარებელს. ახალი ფუნქციონალი იძლევა შესაძლებლობას, მარტივად და მოქნილად შეიძინოთ ნივთი ან სერვისი და ღირებულება კი ნაწილ-ნაწილ, რამდენიმე თვის განმავლობაში დაფაროთ, პროცენტისა და საკომისიოს გარეშე. გადახდის აღნიშნული მეთოდით სარგებლობა მომხმარებელს ონლაინ არხების საშუალებით შეუძლია. „ნაწილ-ნაწილ“ ყოველმხრივ მოქნილი და ჩვენს რეალობას მორგებული სერვისია. ეს არა მხოლოდ გადახდის ახალი მეთოდია, არამედ ტექნოლოგიურად იდეალურად მოწყობილ პროცესს წარმოადგენს, რომელიც სწრაფად და მარტივად გაძლევს შესაძლებლობას, განახორციელო შენთვის სასურველი ნივთის შეძენა, დამატებითი დანახარჯის გარეშე და სახლიდან გაუსვლელად“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ფიზიკური პირების საკრედიტო პროდუქტების სრულყოფილების Tribe-ის ლიდერმა, თამარ ბეღელურმა. ნაწილ-ნაწილ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მის მობილბანკში ნახოს ჯამში რა თანხის გადანაწილება შეუძლია, როგორც ერთი, ასევე, რამდენიმე ნივთის შესაძენად თუ მომსახურების მისაღებად. ღირებულება კი არც ერთი თეთრით არ ძვირდება. თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად უანგარიშდება ჯამური თანხა და მისი ნახვა „საქართველოს ბანკის“ ციფრულ არხებშია შესაძლებელი. რაც შეეხება ბიზნესებს, რომლებიც ამ სერვისს მომხმარებლებს შესთავაზებენ, (ბანკის პარტნიორი ორგანიზაციები, დაწესებულებები, მაღაზიები) შეძლებენ მარტივად ნახონ მზა ანალიტიკა, თუ რა პროდუქცია, რა რაოდენობით გაიყიდა. ეს მათ დაეხმარება კიდევ უფრო გაზარდონ გაყიდვები და სწორი მიმართულებით განვითარდნენ.
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)