|
2022-11-14 12:02:47, 1442 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
გასულ კვირაში, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების განახლების მხრივ, მხოლოდ სებ-ის საერთაშორისო რეზერვების მონაცემები გამოქვეყნდა, რაც „თიბისი კაპიტალის“ 31 ოქტომბრის ყოველკვირეულ განახლებაში იყო განხილული და ამ კუთხით რაიმე ახალი ტენდენცია არ იკვეთება. ამასთან, გასული კვირა, უფრო საერთაშორისო ბაზრებზე დაფიქსირებული ცვლილებების მხრივ იყო მნიშვნელოვანი. კერძოდ, ამერიკაში ინფლაციის მოსალოდნელზე დაბალი მაჩვენებელი გამოქვეყნდა, რამაც სხვა მაჩვენებლებთან ერთად, დოლარის შედარებითი დასუსტება გამოიწვია. აშშ დოლარში მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების ნაკლები ტემპით გაზრდა, 10 წლიანი განაკვეთის უკვე დაფიქსირებული შემცირება და დოლარის გაუფასურება საქართველოსთვის ცალსახად პოზიტიური განვითარებაა. „თიბისი კაპიტალის“ წინა შეფასებებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროს გაძლიერება და დოლარის დასუსტება საბაზო სცენარს წარმოადგენდა. თუმცა, შესაძლოა რეკორდულად ძლიერი დოლარის პერიოდი უფრო ადრე დასრულდეს. ამ მხრივ უკრაინაში არსებული ვითარების თუნდაც ნაწილობრივი და დროებითი მოგვარება, ასევე დოლარის დასუსტების არგუმენტია, განსხვავებით გლობალური რეცესიის რისკებისა, რა შემთხვევაშიც დოლარის პოზიციები, პირიქით, ძლიერდება. მთლიანობაში, დამატებითი ინფორმაციის ლარის კურსის საპროგნოზო მოდელში ასახვის შედეგად, „თიბისი კაპიტალი“ აუმჯობესებს წლის ბოლოსათვის დოლარი/ლარის დაახლოებით 2.80 ნიშნულის პროგნოზს დაახლოებით 2.70-მდე. ამასთან, მომდევნო წელს, ძირითადად სავარაუდოდ რუბლის შედარებითი დასუსტებისა და საქართველოში დაბალი ინფლაციის გათვალისწინებით, მხოლოდ მცირედით სუსტი ლარი, როგორც ჩანს, საბაზო სცენარია, მომდევნო წლებში დოლართან უკვე უფრო მეტი გამყარებითა და ევროსთან გაუფასურებით. წარსული დინამიკიდან გამომდინარე, ცნობილია, რომ ევროს გამყარება ლარის გამყარებასაც იწვევს, თუმცა არა თანაბარზომიერად. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ევროს შემდგომი გამყარება სწორედ საბაზო სცენარია, თავისთავად არაა გამორიცხული საერთაშორისო მასშტაბით მოვლენათა უფრო სტრესული სცენარით განვითარება, რაც უკვე მყარი დოლარის არგუმენტია. რა შეგვიძლია ვთქვათ სავალუტო რისკის აღებისას ევრო/დოლარის შესაძლო ოპტიმალური კომპოზიციის კუთხით? აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ „თიბისი კაპიტალის“ ადრინდელი შეფასებები დიდწილად კვლავ ძალაშია. სადღეისოდ დივერსიფიცირება ისევ ოპტიმალური მოჩანს, თუმცა სესხებში დოლარის შედარებით მეტი წილის გათვალიწინებით. გაეცანით „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციას ბმულზე.
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)