12:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-12 17:55:05, 2087 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - შესაძლოა, რომ G20 სამიტის დროს რუსეთმა მასიური დარტყმა განახორციელოს

რუსეთი შესაძლოა სცადოს მასიური სარაკეტო შეტევა უკრაინაზე 15-16 ნოემბერს, როდესაც ბალიში G20-ის სამიტი გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს ძალიან უყვარს სიმბოლური თარიღები და G20-ის სამიტი სრულად აღიქმება ამ პარადიგმაში.

"G20-ის სამიტი ახლოვდება, ძალიან მოსწონთ სადღაც ასეთ დღეებში რაღაც პროვოკაციის გამართვა", - განაცხადა იგნატმა.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი სამიტი 15-16 ნოემბერს ბალიში გაიმართება. მოწვეულ ქვეყნებს შორის არის უკრაინაც.

სამიტზე მოწვეული იყო რუსეთის პრეზიდენტიც, თუმცა, ამ საკითხზე ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, 11 ნოემბერს კრემლმა განმაცხადა, რომ პუტინი სამიტში არ მიიღებდა მონაწილეობას, მის მაგივრად სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გაემგზავრებოდა.

გარდა ამისა, თეთრმა სახლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ლავროვს არ შეხვდება, რადგან აგრესორს ისე არ უნდა მოექცნენ, როგორც ადრე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics