12:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-12 16:41:49, 2090 ნახვა

ომი უკრაინაში
ბელ უოლესი - რუსეთის საოკუპაციო ძალების ხერსონიდან გასვლა კრემლის მორიგი სტრატეგიული მარცხის ნიშანია

რუსეთის საოკუპაციო ძალების ხერსონიდან გასვლა კრემლის მორიგი სტრატეგიული მარცხის ნიშანია,  ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბელ უოლესმა განაცხადა.

უოლესის თქმით, რუსეთის რიგითმა მოქალაქეებმა უნდა დასვან შეკითხვა: რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო.

„თებერვალში რუსეთის ფედერაციამ ვერ მიაღწია ვერცერთ თავის მთავარ მიზანს, გარდა ხერსონისა. ახლა, როდესაც ის ასევე ჩაბარდა, რიგითმა რუსებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს: "რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო?",- განაცხადა უოლესმა.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს უკრაინაში რუსი ოკუპანტების სარდალმა, სერგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ რუსული არმია ტოვებდა ხერსონს.

გუშინ, 11 ნოემბერს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონი  უკრაინის კონტროლის ქვეშ ბრუნდებოდა, ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შედიოდნენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics