12:43 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 16:31:25, 1786 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის ტყვეობიდან 45 უკრაინელი მებრძოლი გათავისუფლდა

უკრაინამ ოკუპანტებისგან 45 უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

ერმაკის თქმით, უკრაინამ ასევე დაიბრუნა დაღუპული დამცველის ორი ცხედარი.

"მორიგი გაცვლა მოხდა - უკრაინის შეიარაღებული ძალების 45 ჯარისკაცი გაათავისუფლეს. მათ შორის არიან ჯარისკაცები და სერჟანტები, რომლებიც ბრძოლებში იცავდნენ ჩვენს სახელმწიფოს”,- წერს ერმაკი.

შეგახსენებთ, რომ 29 ოქტომბერს უკრაინამ რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან 52 გაათავისუფლა.

ამასთან, 3 ნოემბერს უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმართა ფართომასშტაბიანი გაცვლა მოხდა. სახლში 107 უკრაინელი დაბრუნდა, მათ შორის აზოვსტალის 74 მცველი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics