21:44 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 14:39:45, 1436 ნახვა

ომი უკრაინაში
მიკოლაევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

მიკოლაევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქის მერი, ალექსანდრე სენკევიჩი ადასტურებს.

"სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ სამი ცხედარი ამოიღეს - მამაკაცი და ორი ქალი. დარტყმის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა", - განაცხადა სენკევიჩმა.

რუსი ოკუპანტების მიერ მიკოლაევზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია ქალაქის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა გაავრცელა.

კიმის თქმით, ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს.

ცნობისთვის, ოკუპანტებმა გვიან ღამით სარაკეტო იერიში ვინიცაზეც მიიტანეს. ვინიცის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჭურვი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics