|
2022-11-11 10:29:54, 863 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი - ევროკომისრებთან შეხვედრებისას განვიხილეთ ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ევროკომისრებთან გამართული მაღალი რანგის შეხვედრები შეაფასა. ლევან დავითაშვილის თქმით, ევროკომისრებთან შეხვედრებისას განხილული იყო ეკონომიკის ყველა სექტორული მიმართულება და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტი, ასევე პროგრესი იმ მიმართულებებში, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს და მის ინტეგრაცია უწყობს ხელს. „შეხვედრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, რომელთა შესრულება საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს. კომისრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სამუშაო პროცესის, ასევე იმ პოლიტიკური რეფორმების შესახებ, რომელიც საქართველომ წამოიწყო და ძალიან მოკლე ხანში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების შემდეგ, მომავალ წელს, ევროკომისიის მხრიდან საქართველოს კანდიდატის სტატუსი დადასტურდება, ვინაიდან ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რაზეც დღეს გვქონდა მნიშვნელოვანი განხილვები ევროკომისიის წევრებთან", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ევროკომისრებთან შეხვედრებისას ასევე განხილული იყო ევროკავშირთან ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობა, რაც პრიორიტეტულია როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის. „განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ხელისშემწყობი ფაქტორია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის. ამაზე ღიად საუბრობენ ევროკომისრები და ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ის ფლაგმანი პროექტები, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან გააჩნია - ეს არის ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის სფეროში, სავაჭრო მიმართულებით თანამშრომლობა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ევროკავშირთან და ხელს შეუწყობს ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა შეხვედრები გამართა ევროკომისრებსთან ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური მომსახურების და კაპიტალის ბაზრების კავშირის, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ბიუჯეტის და ადმინისტრაციის და ვაჭრობის საკითხებში და მათთან ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)