|
2022-11-10 14:28:44, 919 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - თავმჯდომარეობას არ განვიხილავ, ვთვლი, რომ პარლამენტში და პარტიაშიც მნიშვნელოვანი ფუნქცია მაქვს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტიის შიდა არჩევნებში, თავმჯდომარის პოსტზე, საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს. დეკანოიძის თქმით, არჩევნები დემოკრატიული პროცესია და ვინც შესთავაზებს პარტიას იმ გეგმას, თუ როგორი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ტრანსფერი, ყველას ექნება საშუალება მონაწილეობის. "არა, არ განვიხილავ, არ ყოფილა შემოთავაზება, მე არ ვარ ადამიანი, ვის მაგივრადაც შეიძლება სხვებმა მიიღონ გადაწყვეტილება, ამიტომ რეალურად, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია "ნაციონალური მოძრაობისთვის", პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ტრანსფერი არის უპირველესად ჩემი და ჩემი მეგობრების საზრუნავი. არჩევნები არის დემოკრატიული პროცესი, არავინ არჩევნების წინააღმდეგ არ ყოფილა, მე ჩემს კანდიდატურას არც განვიხილავ, არც განმიხილავს, იმიტომ რომ რეალურად ვთვლი, რომ, მათ შორის პარლამენტში და პარტიაში ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია მაქვს. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, დემოკრატიული პროცესია და ვისაც მოუნდება, ვინც შესთავაზებს პარტიას იმ გეგმას, თუ როგორი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ტრანსფერი, რა თქმა უნდა, ყველას ექნება საშუალება.არჩევნებზე ხშირად გვისაუბრია, ობიექტური უნდა ვიყო, რომ ნიკას ინიციატივა იყო თავიდანვე არჩევნები და გვქონდა ძალიან კონკრეტული პოზიცია, რომ არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ საუბარი იყო ვადებზე, ჩვენ აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა ვადებზე", - ამბობს დეკანოიძე ტელეკომპანია "ფორმულასთან". შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის საპასუხოდ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ პარტიის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)