21:03 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 16:51:33, 1054 ნახვა

საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას II კვარტალში ავტოფარეხების ნაცვლად დასასვენებელი სივრცეები მოეწყო

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას II კვარტალში ახალი დასასვენებელი სივრცეები მოეწყო.  ადგილობრივი მოსახლეობის სურვილით, N14 და N19 კორპუსების ტერიტორიებზე არსებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად სკვერების სივრცეების ფართობი გაიზარდა.

თბილისის მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე, N14 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ხუთი უსარგებლო ავტოფარეხისგან გათავისუფლდა, შემდეგ დაახლოებით, 1 155 კვ. მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყო, განთავსდა საბავშვო-გასართობი ზონა, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, რომელიც ფილებით მოპირკეთდა, დამონტაჟდა შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, დაირგო მცენარეები. სკვერის პროექტის ღირებულება 247 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება N19 კორპუსის მიმდებარე სივრცეს, აქ  17 ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა. ტერიტორიის ნაწილზე გამწვანებული სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო, ნაწილზე კი, ადგილობრივების სურვილით,  ავტოსადგომი დარჩა.

ტერიტორიაზე განთავსდა კალათბურთის მინი სტადიონი, საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდა ფილებით, დამონტაჟდა განათების ქსელი, მოეწყო ღობე. მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. სკვერის პროექტის ღირებულება 180 000 ლარს შეადგენს.

ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე მერის მოადგილე კახა გულედანთან, საკრებულოს თავმჯდომარე, მაჟორიტარ დეპუტატთან საკრებულოში გიორგი ტყემალაძესთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან პარლამენტში ნოდარ ტურძელაძესთან ერთად შეხვდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics