|
2022-11-09 11:53:10, 786 ნახვა
საზოგადოება
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა ფართებით დასაკმაყოფილებლად, ინტერესთა გამოხატვა კიდევ ორ მისამართზე გამოცხადდა
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების ფართებით დასაკმაყოფილებლად, ინტერესთა გამოხატვა კიდევ ორ მისამართზე - აბაშვილის ქუჩის N3-სა და დიდ დიღომში, მუხათგვერდის ქუჩის მიმდებარედ გამოცხადდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ორი პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით დამატებით, 180-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. „მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, ასეულობით ოჯახის პრობლემის გადასაჭრელად. კიდევ ორ მისამართზე - აბაშვილის ქ. N3-სა და დიდ დიღომში, მუხათგვერდის ქუჩის მიმდებარედ, გამოცხადებულია ინტერესთა გამოხატვა, რომლის ფარგლებშიც დამატებით, დაახლოებით, 180 ოჯახის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. ვიმედოვნებ, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, როგორც სხვა პროექტების შემთხვევაში, ამჯერადაც გამოხატავენ ინტერესს და მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში, კიდევ ბევრი ოჯახი დაკმაყოფილდება ბინებით, რასაც ათეული წლებია სახელმწიფოსგან ელოდებოდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მთლიანობაში, ხუთი წლის განმავლობაში, თბილისის მერია 2 000-მდე ოჯახის პრობლემის მოგვარებას შეძლებს. თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო დაპირების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი საცხოვრებელი ფართებით კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ ყველა ოჯახს დააკმაყოფილებს. „კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება ჩემი საარჩევნო დაპირება იყო 2017 წელს და დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება. დღეის მდგომარეობით, ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. დაახლოებით, 3 000-მდე ოჯახზეა საუბარი, რომელსაც აღნიშნული პრობლემა ეხება და უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები, რათა მოხდეს ამ ოჯახების დაკმაყოფილება. ეს არის პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ქალაქის ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოაგვარა. ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს. კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ყველა ოჯახი დაკმაყოფილება და მათ საკუთარი საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)