|
2022-11-09 11:52:04, 707 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში ადგილმონაცვლეობის შედეგად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონში, ადგილმონაცვლეობის შედეგად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სპორტის სასახლის მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განხორციელდა. ტერიტორიაზე დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური შესაბამის სამუშაოებს განახორციელებს. „დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მათ შორის, არსებულის განახლება და მოწესრიგება. ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ. იცით, სპორტის სასახლის ტერიტორია როგორ არასწორად არის განაშენიანებული, რა პრობლემებია, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. არასწორი ურბანული განვითარების შედეგად, რეკრეაციული სივრცეების ნაკლებობაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, სადაც შესაძლებელია გამოინახოს სივრცეები პატარა სკვერების მოსაწყობად. ბოლო წლების განმავლობაში, საბურთალოს რაიონის გამგეობამ ოთხი ასეთი პროექტი განახორციელა. ამჯერად, თბილისის მერიამ რესტორნების ქსელ „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განახორციელა, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო. მოლაპარაკებების შედეგად, ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა და კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ყველაფერი გაკეთდება, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს განტვირთვის და დასვენების საშუალება ჰქონდეთ. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 250 000 ლარს შეადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ტერიტორიაზე აღდგება პირვანდელი გეგმარება - მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება დასასვენებელი სკამები, ურნები, სასმელი წყლის შადრევანი. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება, დაითესება ბალახი და დამატებით დაირგვება მწვანე ნარგავები.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)