|
2022-11-08 14:42:21, 824 ნახვა
საზოგადოება
ბათუმი მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წელს პირველად არის წარდგენილი
ევროპის შემდეგ ბათუმი უკვე მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. „World Travel Awards“-ის პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ამჯერად ბათუმს მსოფლიოს მასშტაბით საფრანგეთის, იაპონიის, კოლუმბიის, მექსიკის, ლაოსის, ურუგვაის, ბულგარეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ტურისტულ ქალაქებთან მოუწევს კონკურენცია. ღონისძიება, რომელშიც ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული 11 ნოემბერს ომანის დედაქალაქ მუსკატში ჩატარდება. „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები იქნება წარმოდგენილი. ცნობისთვის, ბათუმმა „World Travel Awards“-ის ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული წელს შემოდგომაზე მოიპოვა, მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე კი პირველადაა ნომინირებული. „ბათუმის მსოფლიოს სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად ნომინირება ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი განაცხადია ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისთვის. მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტების ტურისტული მიმართულებების გვერდით ბათუმის წარდგენა, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას და ბათუმის, როგორც მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებად პოზიციონირებას. მთელი მსოფლიოდან ტურიზმის ძირითადი მოთამაშეები და ბიზნესის წარმომადგენლები ომანში, „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ღონისძიებაზე შეიკრიბებიან, სადაც კიდევ ერთხელ გვეძლევა შანსი ბათუმი მოვნიშნოთ მსოფლიო რუკაზე,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ. 2023 წელს, „World Travel Awards“ -ის ევროპის გალა ცერემონიას ბათუმი უმასპინძლებს.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)