18:02 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 09:47:06, 1656 ნახვა

სამართალი
თბილისში ავტობუსში არასრულწლოვანს ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ

თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში არასრულწლოვანი ამბობს, რომ ავტობუსში კაცი შეხსნილი პიჯაკის გამო, ჰომოფობიურ ნიადაგზე დაესხა თავს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მოკვლით ემუქრებოდა.

„ეს „კაცი“ თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო. რატომ გაცვია შეხსნილი ღილებითო. რა შენი საქმეა, მე რა მეცმევათქო და დავიწყეთ კამათი“, - წერს მოქალაქე საკუთარ ფეისბუკზე და ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.

ვიდეოში ჩანს კაცი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ახალგაზრდას. მისივე თქმით, კაცი მოკვლით ემუქრებოდა და მოგვიანებით დაარტყა კიდეც.

„მეც თავი დავიცავი და ჩემი ძალით მოვიგერიე. მერე უკან დაიხია და მუქარებზე გადმოვიდა“, - წერს მოქალაქე და ამბობს, რომ ავტობუსის მგზავრების ნაწილი თავდამსხმელს უჭერდა მხარს.

"ეს კაცი მოკვლით მემუქრებოდა, სხვა გზა არ მქონდა. დიდუბეში უნდა მოსულიყო ეკიპაჟი, რომელსაც დიღმის მასივიდან გადასცეს განცხადების შესახებ. მაგრამ არ მოვიდნენ დროულად და ავტობუსი წავიდა წინ. მერე წერეთლის 126 გააჩერა მძღოლმა, პოლიციას ველოდებოდით". - აცხადებს არასრულწლოვანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics