23:01 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-04 22:49:14, 1400 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში რამდენიმე ქუჩას, ხიდს და სკვერს ახალი სახელი დაერქვა

თბილისში მდებარე რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს ახალი სახელი დაერქვა. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ავრცელებს.

გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. 

• ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩუღურეთის ხიდს მწერლის, გურამ დოჩანაშვილის სახელი მიენიჭა ;

• ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჭოროხის ქუჩას ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა ;

•ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, თბილისის ქუჩის მონაკვეთს, მასთან არსებულ ერთ ჩიხს და ერთ შესახვევს რეჟისორისა და მხატვრის, რევაზ გაბრიაძის სახელი მიენიჭა.

•ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ვლადიმერ კანკავას ქუჩას კომპოზიტორის, გომარ სიხარულიძის სახელი მიენიჭა.
 ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩის შესახვევს ფოლკლორისტის, კუკური ჭოხონელიძის ქუჩის სახელი მიენიჭა.

• ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩის მონაკვეთს და იორის შესახვევის მონაკვეთს არქიტექრორის, გიგა ბათიაშვილის სახელი მიენიჭა.

• ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ სკვერს მომღერლის და მუსიკოსის, ჯემალ ჭკუასელის სახელი მიენიჭა.

• ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, მუხიანში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მომღერლის, ზურაბ ბაკურაძის სახელი მიენიჭა.

• ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ნავთლუღის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს საბერძნეთის სახელი მიენიჭა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics