00:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-04 21:11:12, 1223 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე - გვარამიას შეწყალება შეუფერებელი იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის სტაბილურობისთვის

გვარამიას შეწყალება შეუფერებელი იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის სტაბილურობისთვის. - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, არ შეიწყალოს ნიკა გვარამია, რადგან ,,მთავარი არხის" დამფუძნებელი სატელევიზიო ეთერში თავისი თავდასხმებით პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებდა.

"შეწყალება არის მისი უფლებამოსილება, მაგრამ უფლებამოსილების განმსაზღვრელი შეიძლება, ბევრი ფაქტორი იყოს. მათ შორის, ის ფაქტორიც, გემახსოვრებათ: ნიკა გვარამიას პერსონალური თავდასხმა ამ პრეზიდენტზე. ეს თავდასხმა მაშინვე შეფასდა, როგორც თავდასხმა პრეზიდენტის ინსტიტუტზე. 
ასეთ დროს შეწყალების აქტის გამოყენება ასეთ პირზე, რომელიც საზოგადოებას ამახსოვრებს თავს ასეთი თავდასხმებით, შეიძლება, შეუფერებელი იყოს თვითონ პრეზიდენტის ინსტიტუტის სტაბილურობისთვის". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics