|
2022-11-04 13:23:37, 1140 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურმა, შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების და გეგმების შესახებ შეხვედრა გამართა
შრომის ინსპექციის სამსახურმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით - წინასახელშეკრულებო და შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების და გეგმების შესახებ შეხვედრა გამართა. ღონისძიება ქვეყნის მთავარმა შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ, საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ. ღონისძიებაზე ვაკანსიის გამოცხადების დროს დისკრიმინაციის პრევენციის შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების პრეზენტაცია შედგა. დოკუმენტი შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით - კერძო და საჯარო დაწესებულებებისთვის - გამოიცა. მასში განმარტებულია ის ძირითადი პრინციპები, რაც წინასახელშეკრულებო ეტაპზე დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რათა თავიდან აირიდოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. სახელმძღვანელო ხელმოსაწვდომია 4 ენაზე( ქართული, ინგლისური, სოხური და აზერბაიჯანული) დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა შრომის ინსპექციის სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ კუთხით უწყება მუდმივ რეჟიმში ატარებს ინსპექტირებას სხვადასხვა დაწესებულებაში, უკვე არსებული შრომითი ურთიერთობებისა და წინასახელშეკრულებო ეტაპებზე. ვაკანსიის შესახებ ტექსტის მომზადება და გამოქვეყნება მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც აუცილებელია ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და დაუსაბუთებლად არ გამორიცხავდეს ადამიანთა რომელიმე ჯგუფის ხელმისაწვდომობას დასაქმებაზე. ახალი გაიდლაინის პრეზენტაციას ბიზნეს ასოციაციის, HR ასოციაციის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)