|
2022-11-03 18:25:16, 947 ნახვა
პოლიტიკა
გვარამიას მიმართვა საზოგადოებას, ბიზნესსა და ორგანიზაციებს - ძალიან გთხოვთ ყველას, დაეხმარეთ და გადაარჩინეთ „მთავარი არხი"
ძალიან გთხოვთ ყველას, დაეხმარეთ და გადაარჩინეთ მთავარი არხი. - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ განცხადებაში განაცხადა. მისივე თქმით, მისი გულშემატკივრობის მთავარი ფორმა "მთავარი არხის" დახმარებაა. " მთვაარარხელებო, ბიჭებო და გოგოებო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის რასაც აკეთებთ, ცხადია ჩემი პირადი მხარდაჭერა იგულისხმება მაგრა ბევრად მნიშვნელოვანიც. მორალური პრეცენდენტი, რომელსაც საკუთარი მაგალითით ამკვიდრებთ და აჩვენებთ ყველას. გაძლება და თან ღირსეული გაძლება ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. თავდადება და ბრძოლა ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ, ერთგულება და სიყვარული ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. მე თავს კარგად ვგრძნობ, ჩემზე არ იდარდოთ. არხს მიხედეთ. დასავლური ფრონტის მთავარი ხაზი ახლა "მთავარის" ყოფნა-არყოფნაზე გადის და არა ჩემს გათავისუფლებაზე, როგორც ბევრი მცდარად მიიჩნევს. არხი უნდა გადარჩეს, სხვა გზა არ გვაქვს. არხი უნდა გადარჩეს. ამას თქვენს გასაგონად არ ვამბობ, თქვენ ამის შეხსენება არ გჭირდებათ. ამას ყველას გასაგონად ვამბობ, ვისაც არხის გადარჩენა ხელეწიფება. თუ რამე მიზნის ირგვლივ არის გაერთიანება საჭირო და აუცილებელი, ეს "მთავარი არხის" გადარჩენაა. ძალიან გთხოვთ ყველას, დაეხმარეთ "მთავარს". იმათაც, ვისაც პირადად ჩემი გულშემატკივრობა ამოძრავებს, ვეტყვი, რომ ამ გულშემატკივრობის მთავარი ფორმა "მთავარი არხის" დახმარებაა. დაეხმარეთ "მთავარს", ამას გთხოვთ ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით. გადაარჩინეთ "მთავარი". ამას გთხოვთ ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლის სახელით. გინდა 1 ლარით, გინდა მრავალათასიანი გრანტით. გინდა ღარიბმა, გინდა მდიდარმა. გინდა ქართველმა, გინდა უცხოელმა. გინდა ადამიანმა, გინდა ორგანიზაციამ. გინდა შემოწირულობით, გინდა რეკლამით. დაეხმარეთ "მთავარ არხს", დაეხმარეთ "მთავარს". ჩვენს თავისუფლებას, გთხოვთ უმორჩილესად. დიდი იმედით და მადლიერებით, ნიკა გვარამია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)