|
2022-11-03 17:30:39, 1146 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსი ამერიკის ხაზინის დელეგაციის წევრებს შეხვდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, მხარეებმა თანამედროვე და ეფექტიანი საგადასახადო ადმინისტრაციის გამოწვევები განიხილეს და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრეს. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი აშშ-ის ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისის პოზიტიურ როლს და აღნიშნა, რომ უწყებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციების გამოცდილების გაზიარება. ,,დღეის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურში ტექნიკური დახმარების რამდენიმე მიმდინარე საერთაშორისო პროექტია, რასაც სხვადასხვა დონორის დახმარებით ვახორციელებთ. ჩვენთვის პრიორიტეტულია ვიზრუნოთ შემოსავლების სამსახურის მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე, რაშიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების მუდმივი გაზიარება" - აღნიშნა ლევან კაკავამ. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის ოფისის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გაცნობოდნენ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და მოესმინათ პრეზენტაციები საგადასახადო აუდიტის, მონაცემთა ანალიტიკის, ასევე რისკის მართვის, საინფორმაციო უსაფრთხოებისა და საბაჟო კონტროლის პროცედურების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის სამსახურის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა იმ რეკომენდაციებისთვის, რომლებიც მათ ქართულ მხარეს მიაწოდეს და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისთან ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ უწყების უფროსის მოადგილეები პაატა კილაძე და ვლადიმერ ხუნდაძე, ასევე ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ზაზა თაბაგარი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსონ ურიდია.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)