18:03 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 13:46:11, 1777 ნახვა

სამართალი
მამალაძის ადვოკატი - საუკუნის პროცესი, სტრასბურგის სასამართლოში ციანიდის საქმე მოვიგე

საუკუნის პროცესი, ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე,- ასე გამოეხმაურა დეკანოზ მამალაძის ადვოკატი, დავით ჯანდიერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ჯანდიერის თქმით, ევროსასამართლომ სამიდან ორი საკითხი დააკმაყოფილა.

„ბევრი რომ არ გავაგრძელო საუკუნის პროცესი - ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე. სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება.

სამიდან ორი საკითხი დამიკმაყოფილა. პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა და შესაბამისად დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (6.1. და 6.2) დარღვევა.

როგორც იურისტმა ამ ურთულეს საქმეზე მუშაობის ძალიან რთული ოთხი წელი გავიარე მარტო. ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია.

პირველი კომენტარს გავაკეთებ დაახლოებით 14:30ზე, გლდანის N18 დაწესებულებაში შესვლისას, სადაც შევხვდები გიორგი მამალაძეს. რა თქმა უნდა გამოსვლის შემდეგაც და ყველა ეთერში მივალ. ეს წლები საქმის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაკეთებდი კომენატრებს, ამას მოითხოვდა საქმის ინტერესები. დიდი გამარჯვებაა! მადლობა ყველას“,-  წერს ჯანდიერი.

ცნობისთვის, ცოტახნის წინ ევროსასამართლომ გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო სამი წელი განიხილავდა.

გადაწყვეტილების მიხედვით, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას. 

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ მთავრობას დეკანოზი მამალაძისთვის 9 418 ლარის გადახდა დააკისრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics