|
2022-11-03 12:08:46, 900 ნახვა
პოლიტიკა
IDFI - ნიკა გვარამიას დაპატიმრება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებითი დაბრკოლებაა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ნიკა გვარამიას მიმართ სააპელაციო სასამართლოს გამოტანილ განაჩენს აფასებს და წერს, რომ კრიტიკული მედიის გენერალური დირექტორის დაპატიმრება არსებითი დაბრკოლებაა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ნიკა გვარამიას შეწყალება სრულად აკმაყოფილებს კონსტიტუციურ წინაპირობებს. "საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის უმთავრესი როლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისების განმუხტვაა კონსტიტუციის მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთანავე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახელმწიფოს ძირითადი კანონი პრეზიდენტს აკისრებს კონსტიტუციურ ვალდებულებას მიიღოს ყველა ზომა, ევროპის კავშირში ინტეგრაციისთვის. პრეზიდენტის მიერ შეწყალების ინსტრუმენტის გამოყენება არის აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის ეფექტური გზა, რომელიც თავსებადია როგორც შეწყალების ინსტრუმენტის კონსტიტუციურ მიზნებთან ისე საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ კომპეტენციასთან. ნიკა გვარამიას შეწყალება სრულად აკმაყოფილებს შეწყალების ინსტიტუტის კონსტიტუციურ მიზნებს. მეტიც, სახელმწიფოს ძირითადი კანონის 78-ე მუხლი საქართველოს პრეზიდენტს ავალდებულებს ”მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციურ სისტემაში ნიკა გვარამიას შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის პირად კონსტიტუციურ პასუხისმგებლობად შეიძლება იქნეს განხილული",- წერია ანგარიშში.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)