|
2022-11-02 19:25:09, 1642 ნახვა
ომი უკრაინაში
კირბი - ჩვენი ინფორმაციით ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საარტილერიო ჭურვებს ფარულად აწვდის
ჩვენი ინფორმაციით ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საარტილერიო ჭურვებს ფარულად აწვდის. - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხს მათი მხრიდან დიდი ყურადღება დაეთმობა. "სექტემბერში ჩრდილოეთ კორეამ საჯაროდ უარყო, რომ აპირებდა რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას. თუმცა, ჩვენი ინფორმაცია მიუთითებს, რომ ის ფარულად აწვდის მნიშვნელოვანი რაოდენობის საარტილერიო ჭურვებს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)