01:50 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 15:48:24, 827 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - თუ ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა იქნება

 თქვენ გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა,სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია, როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მას, ეს იყო არა მარტო პირადად ზურაბიშვილის, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას ნიკა გვარამიას ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ,რომლის ბერკეტიც პრეზიდენტის ხელშია.

რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას,რომლის მიხედვითაც საუბარია პოლიტიკური მართლმსაჯულების დევნის შეწყვეტაზე, კობახიძემ განაცხადა,რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას მისთვის ჩალის ფასი აქვს.

“თქვენ გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა, მაგალითად, იგივე სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია, როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მას. ეს იყო არა მარტო პირადად ზურაბიშვილის, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფაც და თუ ასეთ პირობებში პრეზიდენტის შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება უკვე პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რაც არა მგონია, რომ სწორი იყოს, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება , რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics