|
2022-11-02 09:09:40, 1025 ნახვა
მსოფლიო
ჯონსონი - არ მგონია, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, გიჟი უნდა იყოს, ეს რომ გააკეთოს
არ მგონია, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. გიჟი უნდა იყოს, ეს რომ გააკეთოს, - ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. როგორც ჯონსონმა ტელეკომპანია Sky News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთის ფედერაცია, აღნიშნული ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, ყველა არსებულ მოკავშირეს დაკარგავს. „არ მგონია, რომ ის [პუტინი] ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. გიჟი უნდა იყოს, ეს რომ გააკეთოს. ეს იქნება რუსეთის განცხადება ცივილიზებული ერების კლუბიდან მისი სრული გასვლის შესახებ და კატასტროფაა მისი ქვეყნისთვის. ის დაკარგავს მოკავშირეებს მთელს მსოფლიოში და რაც მთავარია, ჩინელების მფარველობას. ფიქრობ, უკრაინის ომი ყველასგან მოითხოვს სტრატეგიულ მოთმინებას და გამძლეობას, მაგრამ აბსოლუტურად არ მეპარება ეჭვი, რომ საბოლოოდ სიკეთე გაიმარჯვებს, უკრაინელები მოიგებენ - ეს კარგს და ცუდს შორის განსხვავებას ჰგავს", - უთხრა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა Sky News-ს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)