|
2022-11-01 22:25:44, 1561 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მეხუთე ენერგობლოკის სახურავზე ელექტრონული ომის სისტემები განათავსეს
ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მეხუთე ენერგობლოკის სახურავზე ელექტრონული ომის სისტემები განათავსეს. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს. მათივე თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონაში ოკუპანტების მორიგი ცვლა განთავსდა. "მეხუთე ენერგობლოკის სახურავზე დამონტაჟდა EW აღჭურვილობა საჰაერო სადაზვერვო ტექნიკის წინააღმდეგ საბრძოლველად. ოკუპანტების მორიგი ცვლა განლაგდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონაში“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)