|
2022-11-01 20:41:36, 1620 ნახვა
ომი უკრაინაში
მობილიზაციის დაწყებიდან დღემდე 101 რუსი გაწვეული მოკვდა
21 სექტემბრის შემდეგ, როდესაც რუსეთში "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოცხადდა, სამობილიზაციო კამპანიის ფარგლებში ჯარში გაწვეული სულ მცირე 101 ადამიანი დაიღუპა. ასეთ მონაცემებს Novaya Gazeta ავრცელებს. გამოცემამ შეისწავლა ხელისუფლების ინფორმაცია, ასევე მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შეტყობინებები. ჟურნალისტების შეფასებით, მობილიზებულთაგან 23 დაიღუპა არა ფრონტზე, არამედ სამხედრო წვრთნის დროს. გარდაცვალების მიზეზი იყო ჩხუბი, ალკოჰოლი, ნარკოტიკი, თვითმკვლელობა და უბედური შემთხვევები“, - წერს გაზეთი. დაღუპულთა ყველაზე მეტი რაოდენობა რეგიონების მიხედვით: 22 სვერდლოვსკის რეგიონიდან, 13 ჩელიაბინსკის რეგიონიდან, ცხრა ვოლგოგრადის რეგიონიდან, რვა კრასნოიარსკის რეგიონიდან და შვიდი როსტოვის რეგიონიდან. მანამდე მედიაზონას და BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტებმა, რომლებიც მოხალისეთა გუნდთან ერთად ითვლიან რუსეთის საბრძოლო დანაკარგებს უკრაინის ომში, განაცხადეს, რომ მინიმუმ 41 მობილიზებული ჯარისკაცი დაიღუპა 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე თვეში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)