|
2022-11-01 19:53:10, 1641 ნახვა
ომი უკრაინაში
მაკრონი - ჩვენ სრულად ვართ მობილიზებული, რომ რაც შეიძლება მალე გავზარდოთ უკრაინის სამხედრო დახმარება
ჩვენ სრულად ვართ მობილიზებული, რომ რაც შეიძლება მალე გავზარდოთ უკრაინის სამხედრო დახმარება. - ამია შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანულე მაკრონმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინას ახლა დახმარება განსაკუთრებით საზენიტო თავდაცვის კუთხით სჭირდება. "უკრაინის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა რუსეთის თავდასხმების შედეგად. ზამთრის წინ უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ სწრაფად მოვახდენთ საერთაშორისო საზოგადოებისა და კერძო სექტორის მობილიზებას. მე დავუდასტურე ეს პრეზიდენტ ზელენსკის დღეს დილით: ჩვენ სრულად ვართ მობილიზებული, რომ რაც შეიძლება მალე გავზარდოთ უკრაინის სამხედრო დახმარება, განსაკუთრებით საზენიტო თავდაცვა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)