|
2022-11-01 19:33:39, 1644 ნახვა
ომი უკრაინაში
მედვედევი - მსოფლიო კონფლიქტის თავიდან აცილება მხოლოდ რუსეთის სრული გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი
მსოფლიო კონფლიქტის თავიდან აცილება მხოლოდ რუსეთის სრული გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი. - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისივე თქმით,დასავლეთის ქვეყნები მსოფლიო გლობალური ომისკენ უბიძგებენ, როდესაც საუბრობენ, რომ უკრაინამ ომში უნდა გაიმარჯვოს. " ცნობილი თეზისი, რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, გაიმარჯვოს ომში - რა ნიშნავს ის სინამდვილეში? თვალი მიადევნეთ მარტივ ფორმალურ ლოგიკას. თუ რუსეთი არ გაიმარჯვებს, მაშინ გაიმარჯვებს ალბათ უკრაინა. უკრაინის მიზნები ომში დაასახელა კიევის რეჟიმმა. ესაა ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომლებიც ადრე მას ეკუთვნოდა,ეს წარმოადგენს საფრთხეს რუსეთის სახელმწიფოს არსებობისთვის და ნიშნავს დღევანდელი რუსეთის დაშლას და მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვება არის გარანტი მსოფლიო კონფლიქტის წინააღმდეგ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)