02:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-01 15:34:36, 1575 ნახვა

ომი უკრაინაში
კინზინგერი - პუტინი იმედოვნებს, რომ ამერიკასა და დასავლეთს დაჯაბნის, ამიტომ აუცილებელია გამარჯვება ახლა მოვიპოვოთ

ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ამერიკასა და დასავლეთს დაჯაბნის, ამიტომ აუცილებელია გამარჯვება ახლა მოვიპოვოთ, - ამის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, აუცილებელია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას გამარჯვების მოსაპოვებლად მაქსიმალური დახმარება გაუწიოს. 

"შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკითხვით დასტურდება რომ ამერიკელები უკრაინის დახმარების პროგრამას მხარს უჭერენ. აუცილებელია, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას გამარჯვების მოსაპოვებლად მაქსიმალური დახმარება გაუწიოს. ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ამერიკასა და დასავლეთს დაჯაბნის, ამიტომ აუცილებელია გამარჯვება ახლა მოვიპოვოთ. მას შანსი არ უნდა მივცეთ. დავუდგეთ უკრაინელებს რადგან ისინი მტერს უტევენ. ყველას გვესმის რომ უკრაინელები თავისუფლებისთვის იბრძვიან და ეს მნიშვნელოვანია."- ამბობს ადამ კინზინგერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics