|
2022-11-01 09:31:48, 1470 ნახვა
ომი უკრაინაში
გაიდაი - უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის რეგიონში ცხრა დასახლება გაათავისუფლეს
უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის რეგიონში უკვე ცხრა დასახლება გაათავისუფლეს,- ამის შესახებ ლუგანსკის OVA-ს ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა. მისივე თქმით, ბელოგოროვკას რაიონები, ისევე როგორც სვატოვოსა და კრემენნაიას რაიონები, ცხელ ზონებად რჩება. მან აღნიშნა, რომ რუსები ცდილობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების განდევნას ბელოგოროვკადან. "დღეს ცხრა დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია. იმედი მაქვს, ჩვენი დამცველები ყოველ კვირას გაზრდიან ამ მაჩვენებელს", - დასძინა მან. სერგეი გაიდაიმ ასევე აღნიშნა, რომ დეოკუპაციის შემდეგ რეგიონების აღდგენას დაახლოებით შვიდი წელი დასჭირდება. გარკვეული სამუშაოების დაწყება მხოლოდ რეგიონის სრული განთავისუფლების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამავდროულად, ლუგანსკის რეგიონის ტერიტორიის სრულ განაღმვას შესაძლოა 10 წელი დასჭირდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)