|
2022-10-31 22:01:06, 1737 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში 12 ქვეყანა ეხმარება
უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში 12 ქვეყანა ეხმარება. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, დიპლომატები საჭიროებებთან დაკავშირებით მწარმოებელ კომპანიებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, შვედეთი, ჩინეთი და სხვები. „ჩვენ უკვე შევთანხმდით მოწყობილობების მიწოდებაზე 12 ქვეყნის მთავრობებთან და კომპანიებთან: ისრაელის, ესპანეთის, იტალიის, ლიეტუვის, გერმანიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პოლონეთის, სამხრეთ კორეის, სლოვაკეთი, სლოვენიის, ფინეთის და საფრანგეთის. მთლიანობაში საუბარია ენერგეტიკული მოწყობილობების 954 ერთეულზე. დახმარების პირველი პარტიები უკვე უკრაინაშია, დანარჩენებს კი უახლოეს მომავალში ველოდებით. ვაგრძელებთ მუშაობას პარტნიორების წრის და მხარდაჭერის მოცულობის გასაზრდელად“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)