|
2022-10-31 18:41:42, 1587 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთი მოლდოვას საჰაერო სივრცეს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმისთვის იყენებს
რუსეთი მოლდოვას საჰაერო სივრცეს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმისთვის იყენებს. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს. მათივე თქმით, არის კიდევ ერთი დანაშაული, რომელიც უნდა იყოს დოკუმენტირებული და დასავლური საზოგადოებისთვის ნაჩვენები. "რუსები უტევენ უკრაინას როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან, იყენებენ მოლდოვას სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიას, მის საჰაერო სივრცეს ტერორისტული თავდასხმებისთვის,ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსები მოლდოვას გავლით უკრაინას, სამხრეთ-დასავლეთით რაკეტებს ესვრიან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვხედავთ უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენას რუმინეთის საზღვრიდან 5-10 კილომეტრში. ანუ ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი ნატოს ქვეყნების პროვოცირებას ახდენს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)